ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია საქართველოში

2017-05-10

2895Policy_Papers_GEO_001.png

ავტორები: ქრისტინე მარგველაშვილი, ანა წიკლაური, ლევან კახიშვილი, დიანა ბოგიშვილი, ირინა ოსეფაშვილი (2017)

პუბლიკაცია მომზადდა ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტისა (NIMD) და ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის (OSCE-HCNM) ოფისის დაკვეთით და ოთხ პოლიტიკის დოკუმენტს აერთიანებს. პოლიტიკის დოკუმენტები საქართველოში ეროვნული უმცირესობების სოციალურ-პოლიტიკურ ინტეგრაციას ეხება და ემყარება კვლევას, რომელიც შესაბამისი სფეროს პროფესიონალებმა ჩაატარეს.

 

 

 

დაწვრილებით ...
Twitter Facebook

დემოკრატიას დემოკრატები სჭირდება

2017-05-04

2455wliuri_angarishi.jpgწლიური ანგარიში 2016

გამოცემაზე მუშაობდნენ: ნინო ჯაფიაშვილი, ლევან ცუცქირიძე, მარიამ ჩიხლაძე, სალომე მუხურაძე, ანა გიორგაძე

პუბლიკაციაში შეჯამებულია ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის, აღმოსავლეთ ევროპის ოფისის 2016 წლის საქმიანობა. გასული წელი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და საკმაოდ ინტენსიური წელი იყო ორგანიზაციისათვის. მისი საქმიანობის მასშტაბი სამხრეთ კავკასიის შემდეგ უკრაინაზე გაფართოვდა. პუბლიკაციის საშუალებით მკითხველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს NIMD-ის გუნდს, მისი პროგრამების საქმიანობას და იმ სიახლეებს, რაც პირველად 2016 წელს განხორციელდა. 

დაწვრილებით ...
Twitter Facebook

საქართველოს პოლიტიკური პარტიების გენდერული რანგირება

2017-04-26

9881Research_cover_def def_1_001.png

ავტორები: ბაკურ კვაშილავა, ხატია გოგილაშვილი (2017)

NIMD-ის აღმოსავლეთ ევროპული სამეზობლოს ოფისის მიერ, პოლიტიკური პარტიების გენდერული რანგირება პირველად 2014 წელს ჩატარდა. წინამდებარე დოკუმენტი კი მეორე რანგირებას წარმოადგენს, რომელიც 2015-2016 წლებს მოიცავს.

პოლიტიკური პარტიების გენდერული თანასწორობის ინდექსი პარტიებს სამი ძირითადი განზომილებით აფასებს - საარჩევნო, ინსტიტუციური და პროგრამული. თითოეული განზომილება მოიცავს ინდიკატორების ერთობლიობას, რომელთაც მინიჭებული აქვთ კონკრეტული ქულა და მათი ერთობლიობა შემდგომში, პარტიებში გენდერული თანასწორობის ინდექსის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

დაწვრილებით ...
Twitter Facebook

ქალის უფლებრივი მდგომარეობა აჭარაში: წარსული, თანამედროვეობა და სამომავლო პერსპექტივა

2017-04-24

 

974s.pngავტორი: ლელა გაფრინდაშვილი, 2016

პუბლიკაცია მომზადდა ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტისა (NIMD)  და კანადის ადგილობრივი ინიციატივების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ქალთა პრობლემების მოგვარების გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ამ პრობლემების გაცნობიერება არა მხოლოდ გლობალურ კონტექსტში, არამედ ცალკეული სოციალური ჯგუფების და რეგიონების მიხედვით. ამ სამუშაოს მეტ­ნაკლები ხარისხით არასამთავრობო ორგანიზაციები ასრულებენ, რომლებიც ყველაზე კარგად დედაქალაქში განვითარდნენ და სწორედ ამიტომ ქალის უფლებრივ მდგომარეობაზე და დისკრიმინაციის ფორმებზე ყველაზე მეტი ინფორმაცია თბილისში მომუშავე ორგანიზაციებში იყრის თავს. რეგიონებში ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების რიცხვი მცირეა და ცოტაა მათი დედაქალაქის ორგანიზაციებთან თანამ შრომლობის შემთხვევებიც. თუმცა ასეთი კოლაბორაცია მაინც არსებობს. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ეს ნაშრომი საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, აჭარაში, ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე რეფლექსიის ცდაა.

დაწვრილებით ...
Twitter Facebook

13 მითი სტალინის შესახებ

2016-06-20

"13 მითი სტალინის შესახებ" ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) დაკვეთით მომზადდა. გამოცემის მიზანია სტალინის შესახებ იმ მითების გაქარწყლება, რომლებიც ტოტალიტარულმა სახელმწიფომ შექმნა და ჯერ კიდევ გავრცელებულია საქართველოში. ნარკვევში ახსნილია 13 ყველაზე აქტუალური მითის წარმოშობის წყარო, მიზეზი და ხანგრძლივობის საფუძველი. ტოტალიტარულ რეჟიმებსა და პერსონებს გამუდმებით თან სდევთ მითები, რომელთა ნაწილი თავად რეჟიმის არსებობის პერიოდში იქმნება და სისტემის გაძლიერებას ემსახურება. მეორე ნაწილი იქმნება მოგვიანებით, განსხვავებულ სოციალურ გარემოში, საზოგადოების მოთხოვნის შედეგად ან გამიზნულად ამ მითების შემქმნელი სახელმწიფო თუ სოციალური ინსტიტუტების მეშვეობით თუ მათი დაკვეთით. სტალინის ბიოგრაფიასთან დაკავშირებული მრავალი მითი არსებობს. ჩვენ შევარჩიეთ ქართული საზოგადოებისთვის ყველაზე აქტუალური და ყველაზე ტირაჟირებული 13 მითი სტალინის შესახებ." .

 

 

დაწვრილებით ...
Twitter Facebook

გზამკვლევი ევროკავშირი და საქართველო

2014-11-06

ავტორები: მიხეილ მირზიაშვილი & ივანე ჩხიკვაძე (2014)

გზამკვლევი მომზადებულია ორგანიზაციების: ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის, სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა (NIMD) და ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის თანამშრომლობის ფარგლებში.

გზამკვლევი ლაკონური ტექსტით გადმოსცემს საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების შინაარს. ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის ისტორიას, ევროკავშირის ძირითად ინსტიტუტებს და პასუხობს საქართველოში გავრცელებულ მითებს ევროკავშირის შესახებ.

დაწვრილებით ...
Twitter Facebook