ლევან ცუცქირიძე

ლევან ცუცქირიძე არის ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში. მანამდე, იგი მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორად და სამოქალაქო რეესტრის რეფორმის პირველი ფაზის პროექტის მენეჯერად. ასევე, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოში.“

ლევან ცუცქირიძეს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ჯონს ჰოპკინსის პოლ  ნიცზეს სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში. მისი კვლევითი და პროფესიული ინტერესებია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, პოლიტიკური ინსტიტუტებისა და დემოკრატიული განვითარების საკითხები.



ელ. ფოსტა: Levantsutskiridze@nimd.org
ტელ: +995 32 2915650 /12


სალომე მუხურაძე

სალომე მუხურაძე იკავებს პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამის ოფიცრის პოზიციას ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის სამხრეთ კავკასიის წარმოამდგენლობაში.  ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, სალომე დასაქმებული იყო სახელმწიფო სტრუქტურაში, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, სადაც აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული მოდელის შემუშავებაში. იგი ასევე მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო სამართლის ლექტორად  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

სალომე მუხურაძემ დაამთავრა თბილისის სახელომწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. იგი ასევე ფლობს მაგისტრის ხარისხს კულტურათაშორისი კონფლიქტების მართვაში – Alice Salomon University of Applied Sciences, ბერლინი.


ელ. ფოსტა: smukhuradze@nimd.ge
ტელ:  +995 32 2915650 /13


მარიამ ჩიხლაძე

მარიამ ჩიხლაძე ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს ოფისში დემოკრატიის განათლების პროგრამას ხელმძღვანელობს. მანამდე, 2012 წლიდან ამავე ორგანიზაციაში ადმინისტრაციის ოფიცრის პოზიციას იკავებდა. მარიამს 2010-2012 წლებში  გავლილი აქვს პრაქტიკა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და  საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.  საუნივერსიტეტო წლებში მარიამი აქტიურად იყო ჩართული არასამთავრობო, საგანმანათლებლო ორგანიზაცია „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის“ საქმიანობაში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. 2011-2012 წლებში კი ის ხელმძღვანელობდა ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის საქართველოს ეროვნულ კომიტეტს.
მარიამ ჩიხლაძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი (2007–2011).  2013 წელს იგი გახდა  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), სამართლისა და პოლიტიკის სკოლის, საერთაშორისო პოლიტიკისა და დიპლომატიის მაგისტრი.  მარიამის პროფესიული ინტერესებია უსაფრთხოების საკითხები, პოლიტიკური ინსტიტუტები და საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები.

ელ. ფოსტა: mchikhladze@nimd.ge
ტელ:  +995 32 2915650 /14



შორენა ჯოელი

შორენა ჯოელი იკავებს ფინანსური ოფიცრის თანამდებობას ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის ოფისში აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში. 2009-2015 წლებში იგი მუშაობდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში, ფინანსურ-ადმინისტრაციის ოფიცრის თანამდებობაზე.

2006-2007 წლებში იგი წარმოადგენდა საქართველოს ოფისის კოორდინატორს IREX/IATP-ის ოფისში. 2005-2006 წლებში მუშაობდა IREX-ში, USAID-ის მიერ დაფინანსებულ მედია ინოვაციების პროგრამაში, ტრენინგების პროგრამის ოფიცრის პოზიციაზე.

2007/2008 წლებში მან მიიღო სამთავრობო დაფინანსება კვიპროსის დაგეგმვის ბიუროსაგან და დაამთავრა კვიპროსის უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების განხრით.

1990/1995 წლებში იგი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდენობის ფაკულტეტზე და მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი.

ელ. ფოსტა: Sjoel@nimd.ge
ტელ:  +995 32 2915650 /16

 

თამარ მამეიშვილი

თამარ მამეიშვილი არის ბათუმის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი და ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტისათვის მუშაობს აჭარის რეგიონში. მანამდე იგი მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტების კოორდინატორად და „საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტში“ მედიამონიტორად. ასევე, თამარს აქვს adjaranews-ის რედაქტორად და  გაზეთ „ბათუმელების“ კორესპონდენტად მუშაობის გამოცდილება.  

თამარ მამეიშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრია ჟურნალისტიკასა და მედიამენჯმენტში. მისი ინტერესის სფეროებია ახალი ამბები, მედია თეორიები, საზოგადოებრივი აზრისა და კონტენტანალიზური კვლევები. მისთვის საუკეთესო არჩევანია, იცხოვროს დემოკრატიულ და ტოლერანტულ გარემოში და ცდილობს, ნებისმიერ სიტუაციაში თავისი წვლილი შეიტანოს ასეთი გარემოს ჩამოყალიბებაში.


ელ. ფოსტა:  Tmameishvili@nimd.ge
მობ: +995 599 496 630



ანა შალიკიანი

ანა შალიკიანი არის ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი და ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტისათვის მუშაობს იმერეთის რეგიონში.  მანამდე ის მუშაობდა ქალაქ ქუთაისის მერიის ეკონომიკურ სამსახურში წამყვან სპეციალისტად. უფრო ადრე, ის იყო პროექტის მობილიზატორი, კომპანია  BP-ის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სკაუტური მოძრაობა ახორციელებდა საჯარო სკოლებში.ანა არის სამოქალაქო განათლების რამდენიმე პროექტის თანაავტორი.

ანა შალიკიანს აქვს მაგისტრის დიპლომი საჯარო სამართალში. ანას სამეცნიერო და კვლევითი ინტერესის სფეროში შედის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების საკითხები. იგი გატაცებულია  სკაუტინგით.


ელ. ფოსტა:  Ashalikiani@nimd.ge
მობ: +995 595 601 573



ზაზა ჭიპაშვილი

ზაზა ჭიპაშვილი არის გორის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი და ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტისათვის მუშაობს შიდა ქართლის რეგიონში. მანამდე იგი მუშაობდა საქველმოქმედო–ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის“ (CHCA) მიერ, შიდა ქართლის რეგიონში განხორციელებული სოციალური და ჰუმანიტარული მიმართულების პროექტების კოორდინატორად. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საჯარო სტრუქტურებში, იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონალური სამსახურის უფროსი და გორის რაიონის გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელი.

ზაზა ჭიპაშვილი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის სპეციალობით. აგრეთვე, დამთავრებული აქვს  ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტი.


ელ. ფოსტა: Zchipashvili@nimd.ge
მობ: +995 599 775 769  


ნიკოლოზ შარვაშიძე

ნიკოლოზ შარვაშიძე არის თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი და ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტისათვის მუშაობს კახეთის რეგიონში. მანამდე იგი მუშაობდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კახეთის რეგიონულ ოფისში, „ათასწლეულის ფონდის ზეგავლენის შეფასების პროექტში“ თელავსა და ახმეტაში. ასევე მუშაობდა ადგილობრივი თვითმართველობის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში. ნიკოლოზს აქვს როგორც სამთავრობო და ადგილობრივი თვითმმართველობის სექტორში მუშაობის, ასევე საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება.

ნიკოლოზ შარვაშიძე არის თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის მაგისტრი. ამავე უნივერსიტეტში მიღებული აქვს ბაკალავრის წოდება ჰუმანიტარულ მეცნიერებებეში, დიპლომატიისა და მსოფლიო ისტორიის სპეციალობით.

ელ. ფოსტა: Nsharvashidze@nimd.ge
მობ: +995 593 711 068