ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD)

სამხრეთ კავკასია / აზერბაიჯანი 

9895baku-panorama.jpgNIMD-ის სამომავლო ინიციატივები აზერბაიჯანში მიზნად ისახავს ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებასა და კონსოლიდაციას, ასევე რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას სამხრეთ კავკასიაში. ამ მიზნით, NIMD-ი ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პარტიებსა და დემოკრატიულ ფაქტორებს, აზერბაიჯანში დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტურ განვითარებას, რეგიონში თანამშრომლობისა და პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერას.

2013 წელს, NIMD-ი გეგმავს რეგიონულ ღონისძიებებს ახალგაზრდა პოლიტიკოსების, საარჩევნო კომისიებისა და მაღალი რანგის პოლიტიკოსების მხარდასაჭერად.  NIMD-ის ხელშეწყობით ორგანიზებულ იქნება დისკუსია აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.