პოლიტიკური პარტიების განვითარება

9190tib-alamy620_1890721b.jpg

NIMD-ის პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამა, მიზნად ისახავს პარტნიორი პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას სტრატეგიული დაგეგმარების კუთხით. პროგრამა ასევე ითვალისწინებს პარტიების  ორგანიზაციული ქმედითუნარიანობის, ინსტიტუციონალიზაციისა და შიდა დემოკრატიის გაძლიერებას.

NIMD-ის პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამის მიზანია:

* შიდაპარტიული ორგანიზაციული ანალიზი და ინსტიტუციონალური განვითარება
* ფართოდ გავრცელებული ორგანიზაციული განვითარების გეგმის ფორმირება პოლიტიკური პარტიებისათვის
* შიდაპარტიული დემოკრატია, პოლიტიკური ანალიზი და პოლიტიკური პარტიების მართვა

 

დემოკრატიული რეფორმები

საკანონმდებლო რეფორმების პროგრამა ფინანსდება და ხორციელდება NIMD-ის მიერ. პროგრამა მიზნად ისახავს საკანონმდებლო რეფორმების მხარდაჭერას და საქართველოში უფრო ეფექტური, გამჭვირვალე და მდგრადი დემოკრატიის ხელშეწყობას.

დემოკრატიული კანონმდებლობის განვითარება ხელს უწყობს სტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც ქმნის მრავალპარტიული სისტემისათვის ხელსაყრელ პირობებს. ამ ეტაპზე, დემოკრატიული რეფორმების პროგრამა ითვალისწინებს კოსნტიტუციურ, თვითმართველობის, გენდერისა და პოლიტიკური პარტიების განვითარებას. პროგრამის ფარგლებში გამოიცემა აკადემიური ნაშრომები და კვლევები. ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული არჩევნების პროცესებში, საჯარო დისკუსიებსა და პოლიტიკურ დებატებში. 

 

დემოკრატიული განათლების პროგრამა

დემოკრატიის განათლების პროგრამა მიზნად ისახავს გააძლიეროს დემოკრატიის მოთხოვნა საზოგადოებაში და შექმნას საფუძველი პოლიტიკური პლურალიზმისათვის. NIMD ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილებას და ადგილობრივი ექსპერტების ცოდნას დემოკრატიული განათლების სფეროში. 

NIMD-ის დემოკრატიის სკოლები ფუნქციონირებს თელავში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში. დემოკრატიის სკოლის კურსი მოიცავს 5-თვიან საგანმანათლებლო პროგრამას, დემოკრატიული მმართველობის, დემოკრატიული პოლიტიკისა და პოლიტიკური საქმიანობის საკითხებზე. NIMD-ის ხელშეწყობით შექმნილია პროგრამის კურსდამთავრებულთა ქსელი, ყოფილი სტუდენტები ფინანსდებიან მცირე გრანტით, ხშირია საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებიც. დემოკრატიის სკოლა შექმნილია პოლიტიკური, სამოქალაქო და მედია სექტორისათვის.


ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში

ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდის მიზნით NIMD-ის მხარდაჭერით შექმნილია მრავალპარტიული სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია ითანამშრომლოს სათანადო რეფორმებისა თუ ცვლილებების მისაღწევად ამ საქმეში. ამ ჯგუფის საქმიანობას NIMD პუბლიკაციებით, თემატური დისკუსიებით, ტრენინგით, საერთაშორისო გამოცდილებითა და თანამშრომლობის წახალისებით ეხმარება.


საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება

NIMD-ს მდიდარი გამოცდილება გააჩნია, რომელიც მან წლების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში პოლიტიკური დიალოგის, პარტიების განვითარებისა და დემოკრატიული რეფორმების საკითხებზე მუშაობის შედეგად შეიქმნა. NIMD ხელს უწყობს საქართველოს პოლიტიკური პარტიების, საჯარო სექტორისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გაეცნონ ამ გამოცდილებას და გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება სხვებს.