ონლაინ პლატფორმების წარდგენა პოლიტიკური პარტიებისთვის საქართველოში

1536DSC_0003 mul1.jpg2017 წლის 13 ივლისს, NIMD-ის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს ოფისმა გამართა მრავალპარტიული შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მოძრაობა თავისუფლებისათვის-ევროპული საქართველო, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები, გირჩი, ახალი საქართველო და შენების მოძრაობა.

შეხვედრას უძღვებოდა ორგანიზაცია Socioneers-ის წარმომადგენელი და აღმასრულებელი დირექტორი რაულ კრამერი. შეხვედრის განმავლობაში, პოლიტიკური პარტიები გაეცნენ ახალი ტექნოლოგიებისა და ციფრული ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციას, რაც მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს თანაბარი მონაწილეობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამავდროულად, სხვადასხვა ევროპული პარტიების, როგორიცაა პირატული პარტია, პოდემოსი, ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა და წინ რესპუბლიკა, მაგალითებისა და გამოცდილების გაზიარებით ხაზი გაესვა აღნიშნული პარტიების საქმიანობაზე ახალი ტექნოლოგიების გავლენის საკითხს.

შეხვედრის მანძილზე სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის გზით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს თავიანთი პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე, ისევე როგორც განიხილეს და დასახეს ამ მიმართულებით სამომავლო საჭიროებები და პრიორიტეტები.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ხაზი გაუსვეს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით საჭირო რესურსების ნაკლებობას, მონაწილეებმა გამოხატეს მზადყოფნა, რომ თანდათანობით პარტიულ საქმიანობაში დანერგონ შესაბამისი ციფრული ინსტრუმენტები.

Twitter Facebook