პოლიტიკური დაფინანსების რეფორმა უკრაინაში.

17 თებერვალს უკრაინის პარლამენტის, კორუფციის პრევენციის სააგენტოს, არასამთავრობო სექტორის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები NIMD-ის მხარდაჭერით და უკრაინის დემოკრატიული ინივიატივების ფონდის მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტის განსახილველად შეიკრიბნენ. მრგვალი მაგიდა, რომელსაც მეხუთე არხის ჟურნალისტი ტეტიანა დენიკლენკო  უძღვებოდა, კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა, როგორც ამ პოლიტიკის დოკუმენდის რეკომენდაციების განსახილველვად, ისე მონაწილეებს შორის დისკუსიისთვის.

NIMD და მისი რეგიონული ოფისი აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში, კვლავ გააგრძელებს მხარდაჭერას უკრაინის დემოკრატიული რეფორმებისადმი ექსპერტული რჩევის, გამოცდილების გაზიარების, ტექნიკური დახმარებისა და დიალოგის ორგანიზების საშუალებით.

პუბლიკაციის ჩამოტვირთვა (ინგლისურ და უკრაინულ ენებზე) აქ შეიძლება.

Twitter Facebook