ტრენინგი სოციალური მედიის სტრატეგიებზე უკრაინული და ქართული პარტიებისათვის

6801Social Media.jpg2016 წლის 2-3 ნოემბერს, კიევში, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტმა (NIMD) საკანონმდებლო ინიციატივების სააგენტოსთან თანამშრომლობით, საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკური  პარტიებისთვის სოციალური მედიის სტრატეგიებზე მრავალპარტიული ტრენინგი გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი პოლიტიკური პარტიებისთვის სოციალური მედიის გამოყენების შესაძლებლობების მიმოხილვა და ეფექტიანი სტრატეგიების შექმნაში დახმარება იყო, რათა მათ საკუთარ მხარდამჭერებთან და საზოგადოებასთან უკეთესი კომუნიკაცია მოახერხონ.

უკრაინის პოლიტიკური პარტიებიდან ტრეინინგს პეტრო პოროშენკოს ბლოკი, სახალხო ფრონტი, სამოპომოჩი, ბატკივსჩინა, ოპოზიციური ბლოკი, დემოკრატიული ალიანსი და ხალხის ძალა ესწრებოდნენ. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში კი პარტია ქართული ოცნების, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლები შედიოდნენ. ტრენინგი  ცნობილმა ჰოლანდიურმა ორგანიზაციამ - BKB- ჩაატარა, რომლის ძირითად სპეციალიზაციას მთავრობების, კერძო კომპანიებისა და საჯარო ორგანიზაციებისათვის კამპანიების განვითარება წარმოადგენს.

Twitter Facebook