ანტი-დემოკრატიულ პროპაგანდასთან ბრძოლის შესახებ ტრენინგები თბილისსა და ერევანში

3224Tbilisi and Yerevan (small photo inside article).jpgგაერთიანებული სამეფოს კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მხარდაჭერით, NIMD-მა,  აზერბაიჯანელი და ქართველი ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის თბილისში, ხოლო სომეხი ახალგაზრდა პოლიტიკოსებისათვის ერევანში, ანტი-დემოკრატიულ პროპაგანდასთან ბრძოლის შესახებ ტრენინგთა პირველი ციკლი ჩაატარა. ინიციატივამ ხელი შეუწყო პროპაგანდის წარმოებისა და მოსახლეობის აღქმებზე მისი გავლენის, ისევე როგორც პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.  ტრენინგები ჩატარდა პროექტ „StopFake“-ის წარმომადგენელის მიერ. პროექტი „StopFake“ 2014 წელს უკრაინაში შეიქმნა და მას შემდეგ მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა უცხოეთიდან მომავალი პროპაგანდის იდენტიფიცირებისა და მისი გაქარწყლების მიმართულებით. უფრო მეტიც, ტრენინგების ციკლი ასევე მოიცავდა პოლიტიკური fact-checking-ის შესახებ  მონაწილეთა ინფორმირებას და მათი შესაძლებლობების განვითარებას.

Twitter Facebook