პროექტის „მდგრადი დემოკრატიები“ 2016/2017 დაწყება

ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპატიული დემოკრატიისათვის აცხადებს ახალი პროექტის „მდგრადი დემოკრატიების“ 2016/2017 დაწყებას, რომელიც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მხარდაჭერით განხორციელდება.

2013 წლიდან, ახალგაზრდა პოლიტიკოსებისათვის ტრენინგების ჩატარებითა და პოლიტიკური განათლების ამაღლებით, NIMD მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში ნდობისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამებს. მიმდინარე წელს, წარსულის მიღწევებზე დაყრდნობით, NIMD გააგრძელებს პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აქტივისტების მხარდაჭერას რათა უკეთ მოხდეს ანტი-დემოკრატიულ ძალისხმევებთან და ტენდენციებთან გამკლავება და დემოკრატიული აქტივობის თვალსაზრისით ახალგაზრდა პოლიტიკოსების შესაძლებლობების გაძლიერება.

ანტი-დემოკრატიულ პროპაგანდასთან დაპირისპირებისათვის განსაზღვრული აქტივობების ფარგლებში, პროექტი მხარს დაუჭერს სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი ახალგაზრდა პოლიტიკოსებისათვის ორ დღიანი ტრეინინგების სამ რაუნდს. ტრენინგის თემატიკა შეეხება ანტი-დემოკრატიული პროპაგანდის ორგანიზების გზებს, ხალხის წარმოდგენებზე პროპაგანდის გავლენასა და დემოკრატიისა და დემოკრატიული პროცესის შესუსტებისკენ  მიმართული ძალისხმევებისადმი ეფექტურ რეაგირებას. გარდა ამისა, პროექტის მონაწილეთა ჯგუფის მიერ შეიქმნება მრავალენოვანი ვებ-გვერდი, რომელიც  ანტი-დემოკრატიული მითების გაქარწყლებას შეეცდება.

რეგიონში დემოკრატიული აქტორების კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, NIMD ორგანიზებას გაუწევს პოლიტიკური ინოვაციების ფორუმს, რათა მონაწილეები გაეცნონ პროგრამულ აპლიკაციებს, რომელიც შეიქმნა და გამოიყენება მოქალაქეთა მონაწილეობის, პოლიტიკაში წარმომადგენლობის გაუმჯობესებისა და ხალხის მხარდაჭერის მობილიზების უზრუნველყოფის მიზნით. ევროკავშირიდან და სხვა რეგიონებიდან პროგრამული საშუალებების ცნობილი დეველოპერები და პოლიტიკის მეცნიერები  საკუთარ პროდუქტებსა და მოსაზრებებს წარუდგენენ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამხრეთ კავკასიის აქტიურ მოქალაქეებს.

პროექტის ინიციატივების პრაქტიკული განხორციელების უზრუნველსაყოფად, NIMD სამი ქვეყნის ახალგაზრდა ტრენერებს გადაამზადებს რათა მათ თავად იმუშავონ პროგრამულ აპლიკაციებთან, გაავრცელონ და გაუზიარონ ისინი თავიანთ კოლეგებს და ამით ხელი შეუწყონ დემოკრატიული სამოქალაქო მოძრაობებისა და პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას. დასასრულს, პროექტის განმავლობაში მიღებული გამოცდილება შეჯამდება 2017 წლის ივლისის  სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსების ყოველწლიურ ფორუმზე, რომელშიც დაახლოებით 100 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

„მდგრადი დემოკრატიების“ პროექტი გახდება ეფექტური და საჭიროებებზე მორგებული ინიციატივის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც გააძლიერებს NIMD-ისა და მისი პარტნიორების მიერ დემოკრატიის მხარდასაჭერი პროექტების წარმატებით განხორციელების პრაქტიკას, ეს კი ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ნდობისა და სტაბილურობის განვითარებასა და შენარჩუნებას.

Twitter Facebook