საქართველოს პოლიტიკური პარტიების გენდერული რანგირება საქართველოს პოლიტიკური პარტიების გენდერული რანგირება სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის გაცნობა სომხური პოლიტიკური პარტიებისათვის სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის გაცნობა სომხური პოლიტიკური პარტიებისათვის პოლიტიკური დაფინანსების რეფორმა უკრაინაში. პოლიტიკური დაფინანსების რეფორმა უკრაინაში. ანტი-დემოკრატიულ პროპაგანდასთან ბრძოლის შესახებ ტრენინგები თბილისსა და ერევანში ანტი-დემოკრატიულ პროპაგანდასთან ბრძოლის შესახებ ტრენინგები თბილისსა და ერევანში
NIMD-ის შემსწავლელი მისია უკრაინაში NIMD-ის შემსწავლელი მისია უკრაინაში ტრენინგი სოციალური მედიის სტრატეგიებზე უკრაინული და ქართული პარტიებისათვის ტრენინგი სოციალური მედიის სტრატეგიებზე უკრაინული და ქართული პარტიებისათვის „დემოკრატიის ლიდერის“ ჯილდოს მფლობელი გვანცა დოლუაშვილი გახდა „დემოკრატიის ლიდერის“ ჯილდოს მფლობელი გვანცა დოლუაშვილი გახდა გაიცანით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დემოკრატიის სკოლებიდან გაიცანით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დემოკრატიის სკოლებიდან
განახლებული www.partiebi.ge განახლებული www.partiebi.ge       პროექტის „მდგრადი დემოკრატიები“ 2016/2017 დაწყება პროექტის „მდგრადი დემოკრატიები“ 2016/2017 დაწყება Coding for Democracy - NIMD Democracy Hackathon in Kutaisi Coding for Democracy - NIMD Democracy Hackathon in Kutaisi

ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) ჰოლანდიის პოლიტიკური პარტიების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა და მიზნად ისახავს დემოკრატიული სისტემის განვითარების მხარდამჭერას ახალი დემოკრატიის ქვეყნებში. ამჟამად, NIMD მუშაობს 25-ზე მეტი ქვეყნის 150 პოლიტიკურ პარტიასთან აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში.

NIMD სამი საყრდენი პროგრამის ფარგლებში მუშაობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში: პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერა; დემოკრატიის განათლებისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერა; სამხრეთ კავკასიის რეგიონული პროგრამა.

პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამა, მიზნად ისახავს პარტნიორი პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას სტრატეგიული დაგეგმარების კუთხით. პროგრამა ასევე ითვალისწინებს პარტიების  ორგანიზაციული ქმედითუნარიანობის, ინსტიტუციონალიზაციისა და შიდა დემოკრატიის გაძლიერებას.

დემოკრატიის განათლების პროგრამა კი მიზნად ისახავს გააძლიეროს დემოკრატიის მოთხოვნა საზოგადოებაში და შექმნას საფუძველი პოლიტიკური პლურალიზმისათვის. NIMD ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილებას და ადგილობრივი ექსპერტების ცოდნას დემოკრატიული განათლების სფეროში. საკანონმდებლო რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის მთავარი ამოცანას წარმოადგენს საქართველოში უფრო ეფექტური, გამჭვირვალე და მდგრადი დემოკრატიის მშენებლობა შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების მხარდაჭრით.

NIMD-ის ინიციატივები აზერბაიჯანსა და სომხეთში მიზნად ისახავს დემოკრატიის გაძლიერებასა და კონსოლიდაციას, ასევე რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას სამხრეთ კავკასიაში. ამ მიზნით, ყოველ წელს იმართება ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი, სადაც მონაწილეობას იღებს და საერთო რეგიონულ პრობლემატიკას განიხილავს 60 ახალგაზრდა რეგიონის სამივე ქვეყნიდან.

NIMD-ს მდიდარი გამოცდილება გააჩნია, რომელიც მან წლების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში პოლიტიკური დიალოგის, პარტიების განვითარებისა და დემოკრატიული რეფორმების საკითხებზე მუშაობის შედეგად დააგროვა.